ფეხბურთი

15:19 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” უმწვრთნელოდ დარჩა

worldsport.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურში საჩხერის “ჩიხურასთან” წაგებული (0:3) მატჩის შემდეგ თანამდებობა დატოვა. კლუბი მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს, შესაბამისად უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს “ტორპედოს” უახლოეს მატჩებში.

დარასელია იმერულ გუნდს მიმდინარე წლის იანვრიდან წვრთნიდა და ქუთაისელებმა მისი ხელმძღვანელობით გასული სეზონი სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე დაასრულეს. მიმდინარე სეზონში კი “ტორპედო” 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

ტორპედოელები მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავენ.

0.112245