ფეხბურთი

14:48 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ მალაიზიელები დასაჯა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მალაიზიის ეროვნულ ნაკრებს, საუდის არაბეთთან ჩაშლილი მატჩის გამო, ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა. გარდა ამისა, მალაიზიის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 37 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, ნაკრები კი მომდევნო შეხვედრას მაყურებლების გარეშე ჩაატარებს.

8 სექტემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩი მალაიზიისა და საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, 87-ე წუთზე მალაიზიელ გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობის გამო შეწყდა. იმ დროისთვის ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2:1 იყო.

0.143611