ბექა ბურჯანაძის “კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლებ-გოლდის ახალი სეზონი “პალენსიასთან” საშინაო მარცხით (78:89) გახსნა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძემ მოედანზე 26 წუთი დაჰყო და 15 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
კორუნელები მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს სტუმრად “პლანასასთან” გამართავენ.