მომავალ კვირას, მადრიდის “ვისენტე კალდერონზე” ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მოწინააღმდეგეები წარსდგებიან – “ატლეტიკო” “რეალს” უმასპინძლებს. ორივე გუნდისთვის შეხვედრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
მიმდინარე პრიმერა დივიზიონში ორივე დედაქალაქურმა გრანდმა 6 მატჩი ჩაატარა და 4-4 შეხვედრა მოიგო. ამასთან “სამეფო კლუბმა” 2 ასპარეზობა ფრედ დაასრულა, “ზოლიანებმა” კი 2 პაექრობაში მარცხი განიცადეს.
მადრიდული დერბის წინ AS-თან კომენტარი ატლეტიკოელთა ურუგვაელმა მცველმა დიეგო გოდინმა გააკეთა: “ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის “ბენფიკასთან” წაგებამ გული დაგვწყვიტა, ამასთან საკუთარი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთ მარცხს არ ვაპირებთ. “ატლეტიკოს” არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მაღალი პოტენციალი, ამიტომ “რეალთან” მოგებაზე ვითამაშებთ. მწამს, გუნდს საამისო ძალა შესწევს”.