კალათბურთი

1:14 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითამ” უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დაიმატა

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგის სტარტამდე კიდევ 1 კალათბურთელი დაიმატა – უკრაინის ნაკრების წამყვანი უკანახაზელი ალექსანდრ ლიპოვიი (სიმაღლე 2.00 მ.).

ხარკოვში დაბადებული მცველი 9 ოქტომბერს 24 წლის შესრულდება, თუმცა, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.

ალექსანდრმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და საშუალოდ 5.2 ქულას და 2.5 მოხსნა აგროვებდა, 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე მისი მონაგარი 4.8 ქულა და 2.4 მოხსნა გახლდათ, მცირე ხნის წინ დასრულებულ ევრობასკეტ-2015-ზე კი საშუალოდ 7.0 ქულას და 3.0 მოხსნას აგროვებდა.

ლიპოვიიმ გასული სეზონი უკრაინულ ბუდიველნიკში გაატარა, სადაც მისი საშუალო მაჩვენებლები 9.8 ქულა, 4.0 მოხსნა და 3.7 პასი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11047