კალათბურთი

20:06 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსი: „ახალ სეზონში ლავის როლი გაიზრდება“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა თავის თანაგუნდელ კევინ ლავის შესახებ ისაუბრა. „მეფემ“ აღნიშნა, რომ ლავი მომავალ სეზონში უფრო პროდუქტიული უნდა იყოს, ვიდრე წინა წელს გახლდათ.

„ვფიქრობ, კევინი გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს. მან ერთი მთლიანი სეზონი ითამაშა ჩვენთან ერთად. ლავმა იცის, თუ რას ველთ მისგან და ჩვენ ვიცით მას რისი გაკეთება შეუძლია. ახალ სეზონში, კლუბში ლავის როლი გაიზრდება. ის უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო“- განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

კევინ ლავი „კლივლენდ კავალირსში“ 2014 წელს გადავიდა. განვლილ სეზონში ლავი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.4 ქულას და 9.7 მოხსნას აგროვებდა.

თეგებიკევინ ლავი
0.115353