ფეხბურთი

10:35 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდო: “რაულმა დამირეკა და მომილოცა”

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდომ მალმეში დუბლის შედეგად საკუთარი გოლების რაოდენობა 500-ზე ზევით აიყვანა, "რეალის" შემადგენლობაში გამოსვლისას 324 გოლი გაიტანა, ამასთან ჩემპიონთა ლიგაში 67-ჯერ გამოიჩინა თავი და ამ ორივე მაჩვენებლით მადრიდის “რეალის” ექსფორვარდ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო.

“მიღწეულმა შედეგმა ძალიან გამახარა. როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოვედი, ვერცკი წარმოვიდგენდი, ამდენს რომ მივაღწევდი. “მალმესთან” მატჩის დასრულების შემდეგ რაულმა დამირეკა და მომილოცა. ბოლო ხანს, ჟურნალისტები ბევრს საუბრობენ ჩემი მადრიდიდან წასვლის თაობაზე. რა იქნება სამომავლოდ, ვერ დავაკონკრეტებ, სადღეისოდ კი კარგ ფორმაში ვარ და “რეალში” თამაშით ბედნიერი გახლავართ. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს გუნდის მთავარ მწვრთნელთან და კლუბის პრეზიდენტთან. მათთან საერთო ენას ყოველთვის იოლად ვპოულობ”, - განაცხადა კრიშტიანუმ შვედეთში დასრულებული მატჩის შემდეგ.

პორტუგალიელი გოლეადორი “ბლანკოსის” დამრიგებელმა რაფა ბენიტესმაც შეაქო: “მიღწეული რონალდოს ზღვარი სულაც არაა. კრიშტიანუმ ფენომენალურ შედეგს შედარებით მოკლე დროში მიაღწია. “მალმესთან” შეხვედრას რაც შეეხება, ასპარეზობის მიწურულს მასპინძლებმა შემოგვიტიეს, ამიტომაც მეორე გოლი მეტად მნიშვნელოვანი იყო”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110304