ფეხბურთი

18:06 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ “კანტერადან” 6 ფეხბურთელს უხმო

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში “ლევერკუზენის” წინააღმდეგ (2:1) კატალონიის “ბარსელონას” ანდრეს ინიესტა დაუშავდა. “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი “სევილიასთან” მატჩისთვის “კანტერას” ერთბაშად 6 მოთამაშეს უხმო. ამის შესახებ გამოცემა “ასი” იუწყება.

ენრიკეს მიერ შერჩეული ახლაგაზრდები გუმბაუ, სამპერი, ბაბუნსკი, რობერტ კოსტა, ხუან კამარა და აიტორ კანტალაპედრა არიან.

შეგახსნებთ, “ბარსას” ტრავმების გამო ინიესტას გარდა, მესი, ვერმაელენი და რაფინია აკლია, ხოლო ტრანსფერების დაბლოკვის გამო ალეიშ ვიდალი და არდა თურანი გუნდს 2016 წლის იანვარმდე ვერ დაეხმარებიან.

0.130636