ფეხბურთი

14:47 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო პერესი 4 კვირა იუქმებს

იტალიის სერია A-ს ბინადარ “ტორინოს” ბრაზილიელი მცველი ბრუნო პერესი დაუშავდა. გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სამხრეთამერიკელი უკანახაზელი მარცხენა ფეხზე შექმნილი პრობლემის გამო ლაზარეთში ერთ თვეს გაატარებს.

პერესმა ტრავმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “პალერმოსთან” მატჩში მიიღო და გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ მისი დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.

მიმდინარე სეზონში მარჯვენა მცველმა 6 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112918