ბარსელონას “კამპ ნოუზე” ლუის სუარესის მიერ 82-ე წუთზე ლევერკუზენის “ბაიერის” კარში გატანილი გოლი “ბლაუგრანასთვის” გადამწყვეტი, სამხრეთამერიკელი ფორვარდისთვის კი სარეკორდო აღმოჩნდა. 27 წლის ურუგვაელმა ევროთასებზე 31-ედ გამოიჩინა თავი და თანამემამულეთა შორის საუკეთესო შედეგი აქვს.
ლუის სუარესს საევროთასე გოლები ჰოლანდიის “გრონინგენის” და “აიაქსის”, “ლივერპულის” და “ბარსელონას” მაისურათი გამოსვლისას გაუტანია და ერთი ბურთით უსწრებს პსჟ-ს თანამემამულე თავდამსხმელ ედინსონ კავანის.
“საკუთარი თავის რწმენა მატჩის ბოლომდე არ დაგვიკარგავს. “ბაიერმა” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ჩვენ კი უნდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რენომე უნდა დაგვეცვა. შესვენებისას ლუის ენრიკემ სათანადო რჩევა-დარიგება მოგვცა. ძალიან მნიშვნელოვანი მოგება ვიზეიმეთ, რამაც ჯგუფში გალიდერების საშუალება მოგვცა”, - ლუის სუარესი ლევერკუზენელებთან ნამატჩევს კმაყოფილებას არ მალავდა.