კალათბურთი

1:42 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურუსისი შენგელიას მხარდამხარ ითამაშებს

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი იოანის ბურუსისი “ლაბორალ კუჩაში” თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდა. ამის შესახებ ცნობას ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

30 წლის ბურუსისმა ბოლო 2 სეზონი მადრიდის “რეალში” გაატარა. ევროლიგის გასულ გათამაშებაში ბერძენი კალათბურთელი მოედანზე საშუალოდ 11.5 წუთს ატარებდა და 5.0 ქულას და 3.3 მოხსნას აგროვებდა.

0.116525