ფეხბურთი

15:05 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

Francefootball: კანკავა მეტი, ვიდრე უხეში ნახევარმცველი

ფრანგული “რეიმსის” ახალწვეულ ჯაბა კანკავას საფრანგეთში კარგი პრესა ნამდვილად არ აკლია. ამჯერად 29 წლის ფეხბურთელის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “ფრანს ფუტბოლიც” წერს.

ჯაბა საფრანგეთის ლიგა 1-ის 10 გამორჩეულ ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ახალი ხიბლის მოტანა შეუძლიათ და ვინც ნიჭს მოკლებბული ნამდვილად არაა.

ცნობილი გამოცემა კანკავაზე წერს, რომ მან აქამდე ჩატარებულ 4 მატჩში ამდენივე გაფრთხილება მიიღო, მაგრამ იგი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ უხეში ნახევარმცველი. “ფრანს ფუტბოლის” მოსაზრებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ევროპა ლიგის ფინალისტმა “დნიპროს” შემადგენლობაში “რეიმსის” უკანა ხაზს გაცილებით მეტი სიძლიერე შესძინა. ჯაბაზე მცირე წერილში ნახსენებია, რომ მასთან ერთად “რეიმსმა” ბოლო სამ მატჩში ერთადერთი გოლი გაუშვა პსჟ-სგან, ისიც ისეთი ჩემპიონისგან, როგორიც ედინსონ კავანია.

ქართველი ფეხბურთელის გარდა, ლიგა 1-ის 10 გამორჩეულ ფეხბურთელს შორის ნიკოლას ბენეზი (“გინგამი”), დემიენ და სილვა (“კაენი”), იან ჟუფრე (“ლორიენი”), ვინსენ კოზიელო (“ნიცა”), იულიან პალმიერი (“ბასტია”), ფლორენტინ პოგბა (“სენ ეტიენი”), ადრიენ რეგატინი (“ტულუზა”), რომან საისი (“ანჟერი”) და იაკობა სილა (“რენი”) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის ბოლო ტურში “რეიმსმა” “ლილი” 1:0 დაამარცხა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კანკავა დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113457