ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-7 ტურში “ჰეერენვენმა” “ვიტესს” უმასპინძლა (0:0). სტუმართა კაპიტანმა გურამ კაშიამ მთელი სათამაშო დრო დაჰყო მოედანზე, ყაზაიშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. ჰოლანდიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ვიტესი” 11 ქულით მე-6 ადგილზეა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-5 ტურში “აპოლონმა” შინ 5:2 დაამარცხა ‘ახნასი”, რომლის მაისურით 62-ე წუთიდან შოთა გრიგალაშვილმა ითამაშა, ბექა ტუღუში კი სათადარიგო იყო. აღსანიშნავია, რომ “ახნასის” შემადგენლობაში ირიცხება “დინამო თბილისის” ყოფილი ლეგიონერი კარლეს კოტო. კვიპროსის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ახნასი” 7 ქულით მე-7 ადგილზეა.
თემურ ქეცბაიას “აპოელმა” შინ 4:0 დაამარცხა “არისი”. ოთხი გოლიდან სამი გოლი არგენტინელი ფეხბურთელების ანგარიშზეა. კავენაგიმ ანგარიში გახსნა, დე ვინსენტიმ კი დუბლი შეასრულა. კიდევ ერთი გოლი კი კვიპროსელი ეფრემის ანგარიშზეა. “აპოელი” 13 ქულით პირველ ადგილზეა და ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობნის ლარნაკას “აეკს”.
თემურ ქეცბაიას მსგავსად გამარჯვება მოიპოვა თამაზ პერტიას რიგის “სკონტომ”, რომელმაც 23-ე ტურის შეხვედრაში, სტუმრად 2:0 დაამარცხა “იელგავა”. 7 გუნდიან ჩემპიონატს “ლიეპაია” 40 ქულით ლიდერობს, მას 4 ქულით ჩამორჩება პერტიას გუნდი.
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში მოსკოვის “სპარტაკი” შინ “ზენიტს”დაუზავდა. ალენიჩევის გუნდის სამატჩო განაცხადში კვლავ ვერ ვიხილეთ ჯანო ანანიძე, რომელიც კვლავ მკურნალობის პროცესს გადის. 16 გუნდიან ლიგაში “სპარტაკი” 17 ქულით მე-4 ადგილზეა.