კალათბურთი

0:23 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვითამ" "ბეშიქთაშს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია

თბილისის "ვითამ", რომელიც სულ მალე "ვთბ-ლიგაში" ჩაებმება, ტურნირის წინ სამზადისს გადის. დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საკალათბურთო გუნდმა პირველ ტესტ-მატჩი გაცილებით გამოცდილ თურქულ "ბეშიქთაშთან" გამართა.

შეხვედრა საწყისიდან ბოლო წუთებამდე სტამბოლელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ეს დიდად გასაკვირი არც ყოფილა, რადგან "ბეშიქთაში" საკამოდ სერიოზული გუნდია, ხოლო "ვითა" ახლახან შეიკრიბა.

თამაში საბოლოოდ, სტუმრებმა არაამხანაგური ანგარიშით - 104:53 მოიგეს. მათგან საუკეთესო პარკეტზე ნეით უოლტერსი გახლდათ, ვინაც 16 ქულა და 6 პასი მოიხვეჭა. თბილისელთა შორის კი რალსტონ ტერნერი 18 ქულით და 5 მოხსნით საუკეთესო იყო.

ეს გუნდები კიდევ ერთ სპარინგს კვირას, სპორტის სასახლეში გამართავენ. "ვთბ-ლიგას" რაც შეეხება, აქ "ვითა" 4 ოქტომბრიდან ჩაერთვება.

თეგები“ვითა”
0.121029