არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ინტერნეტპორტალ voetbalinside.nl-ის ვერსიით, გასულ კვირაში ჰოლანდიის ერედივიზიონის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია გახდა. მან ხსენებულ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში იმარჯვა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კუთვნილი ჯილდო ვოეტბალინსიდე.ნლ-ის ჟურნალისტ სიმონ ზილემანსისგან არნემელთა საწვრთნელ ბაზაზე მიიღო.
მიმდინარე სეზონში კაშიამ “ვიტესში” 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.