საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილის ტრავმირებულია.
ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა ინტერნეტპორტალ gelderlander.nl-თან განაცხადა:
“მას ორი კვირა სჭირდება, რომ კვლავ ითამაშოს. კუნთი დაიზიანა და ტრავმა საკმაოდ რთულია. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ვიდრე მოედანს დაუბრუნდება”.
მიმდინარე სეზონში, ყაზაიშვილმა “ვიტესში” 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.