კალათბურთი

14:10 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კლიპერსმა” ცქიტიშვილი ოფიციალურად დაადასტურა

“ლოს ანჟელეს კლიპერსმა” ოფიციალურ ვებ-გვერდა გამოაცხადა, რომ შემადგენლობაში აიყვანა ფორვარდები ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მბა ა მუტე.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიული გუნდის ქართველი კალათბურთელით დაინტერესების შესახებ ადრეც დაიწერა, ახლა კი, საკითხს ოფიციალური სახე მიეცა.

“კლიპერსი” სეზონისწინა შეკრებას სწორედ დღეიდან იწყებს და ცქიტიშვილის და მბა ა მუტეს ჩათვლით, მზადებას 17 მოთამაშე დაიწყებს.

ლოს ანჟელესური კლუბის ხელმძღვანელობა ახალწვეულებას საწვრთნელ მატჩებშიც დააკვირდება და მას შემდეგ გამოიტანს ვერდიქტს, კონტრაქტი რომელი კალათბურთელებთან გაფორმდება.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კალიფორნიული კლუბი რეგულარულ სეზონს 28 ოქტომბერს “საკრამენტოსთან” გასვლითი მატჩით გახსნის, მოსამზადებელი თამაშები კი სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს.

“კლიპერსის” მეტოქეები “დენვერი” (2 ოქტომბერს), “ტორონტო” (4 ოქტომბერს), “ნიუ ორლეანი” (10 და 14 ოქტომბერს), “გოლდენ სტეიტი” (20 ოქტომბერს) და “პორტლენდი” (22 ოქტომბერს) იქნებიან.

32 წლის ცქიტიშვილი 2002 წელს ნბა-ს დრაფტზე მე-5 ნომრად “დენვერ ნაგითსმა” აიყვანა, თუმცა, მისგან ის სარგებელი ვერ მიიღო, რასაც ელოდა.

“სკიტამ” ნბა-ს სხვადასხვა კლუბებში (“დენვერი”, “გოლდენ სტეიტი”, “მინესოტა”, “ფინიქსი”) ჯამში 172 მატჩი ჩაატარა (16 სასტარტოში), მისი საშუალო მონაგარი კი 2.9 ქულა, 1.7 მოხსნა გახლდათ.

“ყოველთვის კალათბურთის თამაში მინდოდა და არასდროს დავნებებულვარ. ფატქობრივად, ყველაფერი გადავიტანე. როდესაც კარიერაში ამდენი რამეს გადიხარ, ეს, წინააღმდეგობების გადალახვაში ძალიან გეხმარება”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა, რომელმაც ბოლო წლები არაბეთის გაერთიანებული ემირატების და ლიბანის წარმომადგენელ კლუბებში გაატარა.

0.116452