რუსეთის თასის გათამაშებას 1/16 ფინალიდან დაემშვიდობა მამუკა კობახიძისა და ნუკრი რევიშვილის “მორდოვია”, რომელმაც “ხიმკისთან” 0:1 წააგო. სარანსკელთა შორის არ უთამაშია რევიშვილს, ხოლო კობახიძემ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება, მოედანზე 90 წუთი გაატარა.
იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ლევან მჭედლიძის გარეშე ითამაშა “ემპოლიმ” და საკუთარ მოედანზე ბერგამოს “ატალანტასთან” დამარცხდა – 0:1. ლევანი ტრავმირებულია და ჯერჯერობით მკურნალობს. ტოსკანელებს კი 4 ქულით მე-14 ადგილი უკავიათ.
გერმანიის II ბუნდესლიგაში კი “ფრაიბურგი” გასვლაზე “ლაიპციგს” დაუზავდა (1:1). სტუმართა შორის ბოლო 20 წუთი ითამაშა ლუაკს ჰუფნაგელმა, რომელმაც გასულ ტურში გოლი გაიტანა. “ფრაი” 8 ტურის მერე 17 ქულით მეორე პოზიციაზეა.