ფეხბურთი

1:08 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლი" მჭედლიძის გარეშე აგებს

იტალიის სერია A-ს V ტურის დასკვნით მატჩში ბერგამოს “ატალანტამ” “ემპოლი” მისსავე მოედანზე დაამარცხა. სტუმრებს სამი ქულა პირველ ტაიმში ბრაზილიელი მცველის ტოლიოს ზუსტმა დარტყმამ მოუტანა.

ტოსკანელებს თამაშის გადასარჩენად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და სატურნირო ცხრილში სიტუაცია უფრო გაირთულეს.

“ემპოლის” ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოგეხსენებათ, ტრავმირებულია და შესაბამისად, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

“ემპოლი” – “ატალანტა” 0:1 (0:1)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 8 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, კოსტა, ტონელი, მარიო რუი; პარედესი, რონალდო (დიოუსე 46), კროჩე; საპონარა; მაკარონე (პუჩარელი 79), პიუ (ლივაია 46)

მწვრთნელი: მარკო კამპაოლი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; დრამე, ტოლოი (სტენდარდო 88), პალეტა, მაზიელო (ბელინი 65); გრასი (მილიაჩო 58), დე რუნი, კურტიჩი; მორალესი, პინილია, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლი: 0:1 ტოლიო (31)

გაფრთხილება: საპონარა (85), დიუსე (88) – პინილია (34), მაქსი მორალესი (42), გრასი (48), ბელინი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 9 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

თეგებისერია A
0.145645