რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც კახა ალადაშვილი და გოჩა ხოჯავა გამოდიან, თასის 1/16-ფინალის გათამაშებიდან პრემიერლიგის ყაზანის “რუბინი” გამოთიშა, რომელშიც სოლომონ კვირკველია ირჯება.
“სკა-ენერგიამ” განვლილი მატჩი 2:0 მოიგო. მე-3 წუთზე ანგარიში პოპოვმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მეტოქის კარი ბაზელიუკმა აიღო.
მარჯვენა მცველი ალადაშვილი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი ხოჯავა დისკვალიფიცირებულია და ამიტომ, ხაბაროვსკელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. კვირკველია “რუბინის” სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.
1/8-ფინალში “სკა-ენერგია” ხაბაროვსკში “უფას” შეხვდება.