ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა იზმირში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) მეოთხედფინალში გააღწია.
მეტრეველმა თურქულ ტურნირზე სტარტი კვალიფიკაციიდან აიღო, ძირითად ბადეში კი აგერ უკვე მე-2 მატჩი მოიგო. მერვედფინალში ალექსანდრე ჩეხ მიხალ კონეჩნის გაეჯიბრა და 3:6, 6:3, 6:3 იმარჯვა.
მეოთხედინალში ქართველ ჩოგბურთელს გაცილებით სერიოზული მეტოქე ელის. ტუნისელი მალეკ ჯაზირი FOLKART IZMIR CUP-ზე მე-2 ნომრადაა განთესილი, ატპ-ს რეიტინგში კი 92-ე ადგილზეა.
რაც შეეხება მეტრეველს, ის მსოფლიოს 418-ე ჩოგანია, თუმცა, იზმირში უკვე გამოიმუშავა 22 სარეიტინგო ქულა და შესამჩნევად დაწინაურდება.