იტალიის სერია A-ს ბინადარ რომის “ლაციოს” პრობლემები არ ელევა. დედაქალაქელებს ამჯერად თავდამსხმელი ალესანდრო მატრი გამოკალდათ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზული მატრის დაზიანება, თუმცა ცნობილია, რომ იგი დღეს, “ჯენოასთან” თამაშს ვერ შეძლებს.
მატრის გარდა, რომაელთა ლაზარეთში წამყვანი ფეხბურთელები სტეფან დე ვრეი, ანტონიო კანდრევა, ლუკას ბილია და მიროსლავ კლოზეც არიან.
“ლაციოს” იტალიის ჩემპიონატის ოთხ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო ბოლო ტურში “ნაპოლისთან” 0:5 განადგურდა.