ფეხბურთი

17:25 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიამ ბრაზილიის ნაკრები უარყო

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა რაფინიამ ბრაზილიის ნაკრებში თამაში იუარა. 30 წლის უკანახაზელი კარლოს დუნგამ ჩილესთან და ვენესუელასთან მატჩებისთვის გუნდში იხმო, მაგრამ ფეხბურთელმა მიწვევაზე უარი თქვა.

“მე არ ვარ ის ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. ჩემზე წინ ბრაზილიაში კიდევ ბევრი ფეხბურთელია, მათ შორის ჩემს პოზიციაზეც”, - თქვა რაფინიამ.

რაფინიას აქამდე ბრაზილიი ნაკრებში ერთხელ უთამაშია. გერმანული მედია არ გამორიცხავს, რომ “შალკეს” ყოფილმა მოთამაშემ გერმანიის ნაკრებში ითამაშოს, რადგან მას იქაური მოქალაქეობაც აქვს.

0.134772