იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუკა ტონი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამის შესახებ “ჰელას ვერონას” ვებგვერდი იუწყება.
ტონი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბერგამოს “ატალანტასთან” დაშავდა 25-ე წუთზე შეცვალეს. მის გარდა, იმ შეხვედრაში ტრავმა “ვერონას” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ვეტერანმა მექსიკელმა უკანახაზელმა რაფაელ მარკესმა მიიღო და როგორც გამოკვლევამ ცხადყო რაფა ლაზარეთში 4 კვირას გაატარებს.
38 წლის ლუკა ტონი “ვერონაში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს და წინა ორ სეზონში ჯამში 42 გოლი გაიტანა, წლეულს კი თავი ერთხელ გამოიჩინა.