ტურინის “იუვენტუსის” კარს სერია A-ს მეხუთე ტურში “ფროზინონესთან” გასამართ მატჩში ბრაზილიელი ნეტო დაიცავს. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დაისვენებს თუ არა კუადრადო? – დღეს ალვარო მორატას საკითხი გადაწყდება და თუ ჩემს განკარგულებაში სამი თავდამსხმელი იქნება, მაშინ შეიძლება ასეც მოხდეს. ერთადერთი რაც ახლა დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ხვალ ბუფონი დაისვენებს და მას ნეტო შეცვლის”, - თქვა ალეგრიმ.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი “ფროზინონეს” ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე უმასპინძლებს.