ფეხბურთი

16:46 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა ლანჩხუთის “გურიამ” მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ამის შესახებ “გურიას” ფეისბუქგვერდი იტყობინება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ლანჩხუთელთა არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.

კლუბს დროებით გიალო ჩხაიძე გაწვრთნის, ხოლო გიგლა იმნაძე დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად იქნა გადაყვანილი.

გარდა ამისა, როგორც “გურია” გვამცნობს, დაჯარიმდნენ კლუბის დირექტორატის წევრები – სპორტულ დირექტორს ცუდი სპორტული შედეგის, ფინანსურ დირექტორს ფინანსური სანქციების არგატარების, ხოლო აღმასრულებელი დირექტორს არაორგანიზებულობის გამო 10-10 დღის ხელფასი დაექვითათ. ამავდროულად, მათ გაფრთხილება მიეცათ და თუ გუნდის წარუმატებელი თამაში გაგრძელდება, ისინი დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ.

“გურია” უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში 5 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.120442