ფეხბურთი

14:36 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინციდენტი ქუთაისში

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და ფოთის “კოლხეთი” შეხვდნენ (1:0), ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შეხვედრის მიმდინარეობისას მასპინძელთა ფანკლუბის წვერებმა, “ჯუნგლებმა” ტრიბუნებზე ბანერი გადმოფინეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა.

როგორც, “ჯუნგლები” სოციალურ ქსელში წერენ, ისინი თამაშზე დიდხანს არ დარჩენილან, რადგან ბანერის ჩამოხსნა პოლიციელებმა მოსთხოვეს და მათ შორის გაწევ-გამოწევაც იყო. “ტორპედოს” ფანკლუბი მიიჩნევს, რომ ბანერის ჩამოხსნა გუნდის ხელმძღვანელთა დავალებით მოხდა.

ფანკლუბის წევრთა აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა “ტორპედოს” აღმასრულებულმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ:

“ჩემთან მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს ბანერის შესახებ, რომ უნდა ჩამოეხსნათ, რადგან მასზე უცენზურო სიტყვები იყო ასახული ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. მე ვუთხარი მათ, რომ არ ჩამოეხსნათ იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან, ემოციური ხალხია-მეთქი, თუმცა პოლიციამ სხვაგავარად გადაწყვიტა და მე მათ კომპეტენციაში ჩარევის უფლება არ მქონდა”, - უთხრა ტელეკომპანია “პირველს” ჩაკვეტაძემ.

თეგები“ტორპედო”
0.116468