ფეხბურთი

16:45 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოუ მანჩესტერში ბრუნდება

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ლიუკ შოუ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსვ-სთან მატჩში ფეხი ორ ადგილზე მოტყდა, ორი ოპერაციის შემდეგ, 19 სექტემბერს მანჩესტერში დაბრუნდება. ინგლისელმა ფეხბურთელმა ორივე ოპერაცია ჰოლანდიაში გაიკეთა.

“მსურს “წმინდა ანას” ჰოსპიტლის თითოეულ წევრს დიდი მადლობა ვუთხრა ზრუნვისთვისა და ყურადღებისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს მიმართ გამოიჩინეს. ამას არასოდეს დავივიწყებ.

მიხარია, რომ მანჩესტერში ვბრუნდები, რათა საფეხბურთო მოედანზე დაბრუნების პროცესი დავიწყო” – დაწერა შოუმ თავის “ინსტაგრამზე”.

თეგებილიუკ შოუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109497