საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტონგას პირველი ტაიმის შემდეგ 10:3 ამარცხებს.
საწყის 15 წუთში “ბორჯღალოსნები” არეულად თამაშობდნენ, გაუშვეს ჯარიმა, მერაბ კვირიკაშვილს კი, 100%-იანი ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და კვირიკაშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 28-ე წუთზე მამუკა გორგოძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო – 10:3.
2015 წლის მსოფლიო თასი. გ ჯგუფი
გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”.
საქართველო - ტონგა
ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ბილიამ ჰელუ, 12. სიალე პიატაუ, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სიტივენი მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მაჰაფუ.
სათადარიგოები: 16. პოლ ნგაუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰეილ თი პოული, 20. ჯეკ რემი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.