ფეხბურთი

15:26 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერესი მორატას “რეალში” დაბრუნებაზე ალაპარაკდა

მადრიდის “რეალი” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის გუნდში ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის ალვარო მორატას დაბრუნებას არ გამორიცხავს. როგორც პერესმა გამოცემა “მარკას” განუცხადა, მორატას დასაბრუნებლად 10 მილიონი ევრო საკმარისი იქნება.

“ალვარო მორტას დაბრუნება შეგვიძლია. სეზონის დასრულების შემდეგ საკმარისია 10 მილიონით მეტი გადავიხადოთ, ვიდრე მის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” გადაგვიხადა”, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, მორატა, რომელიც “რეალის” სკოლის აღზრდილია, “იუვეში” 2014 წელს, ისეთი კონტრაქტის თანახმად გადაბარგდა, სადაც ეწერა, რომ ორი წლის თავზე “რეალს” მისი დაბრუნება 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო. “ბებერმა ქალბატონმა” კი ესპანელი მაშინ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.116184