ფეხბურთი

15:01 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” შჩესნი თვეზე მეტხანს დააკლდება

იტალიურ “რომას” მეკარე ვოიცეხ შჩესნი თვენახევარი დააკლდება. პოლონელმა კიპერმა ტრავმა “ბარსელონასთან” (1:1) მატჩის მეორე ტაიმის დასწყისში მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, შჩესნის ხელის თითის ტრავმის გამო 6 კვირა იძულებით უქმობა მოუწევს.

ვოიცეხ შჩესნი “რომას” გასულ ზაფხულს ლონდონის “არსენალიდან” შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მალევე მოახერხა.

0.113273