ევრობასკეტ-2015-ზე 5-8 ადგილებისთვის იტალია ჩეხეთს დაუპირისპირდა და 85:70 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც აპენინელებმა 32:17 იმარჯვეს. ჩეხთა შორის 26 ქულით და 12 მოხსნით იან ვესელი გამოირჩა, იტალიელთა შორის საუკეთესო დანილო გალინარი გახლდათ 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.
იტალიამ ამ გამარჯვებით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მეხუთე ადგილისთვის მატჩში იტალია –საბერძნეთს დაუპირისპირდება, მეშვიდე ადგილისთვის ჩეხეთი – ლატვიას.
შეგახსენებთ, რომევრობასკეტ-2015 ფინალისტები ოლიმპიადაზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო 3-7 ადგილებს რიოში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაში მოუწევთ.
იტალია – ჩეხეთი 85:70 (21:21, 21:16, 32:17, 16:11)