ჩოგბურთი

0:45 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: “შემიძლია ნადალს და სამპრასს გადავასწრო”

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ US Open-ი მოიგო და კარიერაში მეათე დიდი სლემის ტიტული აღმართა, განაცხადა რომ მას ძალუძს რაფაელ ნადალის და პიტ სამპრასის მიღწევის გამეორება.

“ვფიქრობ შემიძლია ნადალს და სამპრასს გადავასწრო. თუ ჩემი სხეული და ჩემი ცხოვრების წესი რამდენიმე წელი ისევ ისეთი იქნება, როგორც ახლაა, მაშინ შანსი მაქვს კიდევ რამდენიმე დიდი სლემის ტიტული მოვიპოვო”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ნოლეს “გრანდ სლემის” 10 ტიტული აქვს მოპოვებული, პიტ სამპრას და რაფაელ ნადალას 14-14, ხოლო ყველაზე მეტი 17 ტიტული როჯერ ფედერერს.

0.116889