საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო წერილში, რომელიც UEFA-ს გენერალური მდივნის სახელზე გაიგზავნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებული ფაქტების მიწოდებას სთხოვს, რათა მათ უმოკლეს ვადაში მოხდინონ პრევენციული ზომების მიღება.
„რაც შეეხება სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებულ ფაქტებს, გთხოვთ დაუყონებლივ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მასალა და ინფორმაცია (მათ შორის UEFA-სთან წარმოებული კორესპონდენცია), რათა მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ჩვენს მიერ უმოკლეს ვადებში იქნას გატარებული რადიკალური და პრევენციული ზომები.
და ბოლოს, გვინდა სახელმწიფოს სახელით დავადასტუროთ ღრმა პატივისცემა UEFA-სა და FIFA-ს მიმართ და გამოვთქვათ უპირობო, მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან ქართული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით“, - ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილში.