ფეხბურთი

15:59 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიას ჯვარედინი მყესები გაუწყდა

“ბარსელონას” ბრაზილიელ ნახევარმცველ რაფინიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი 6-დან 8 თვემდე ვერ ითამაშებს.

რაფინიამ ტრავმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რომასთან” ჩატარებული მატჩის (1:1) 65-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასპინძელთა ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ეუხეშა. ბრაზილიელი მოდანზე 3 წუთის შესული იყო.

თეგებირაფინია
0.109641