ფეხბურთი

15:35 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: “რეალმა” თამაში მოიპარა”

დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მადრიდის “რეალთან” წაგებული მატჩის შემდეგ (0:4) განაცხადა, რომ მეტოქემ 3 ქულა მოიპარა.

“რა უნდა ვთქვა? – ფაქტია, ეს მოპარული თამაში იყო. ეს არაა სწორი, ასეთი მსაჯები დიდი გუნდების სასარგებლოდ მსაჯობენ. ვითხოვ, რომ პატივი უფრო მეტად გვცენ”, - თქვა პრესკონფერენციაზე გამოცდილმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მატჩში “რეალმა” ორი თერთმეტრიანი დაარტყა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელებს ფეხბურთელიც გაუძევეს.

0.128662