კალათბურთი

22:46 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ნახევარფინალშია

ევრობასკეტ-2015-ის მეოთხედფინალში ესპანეთმა საბერძნეთი 73:71 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა ესპანელების უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი 7 ქულით იმარჯვეს. თუმცა ბერძნებმა მესამე პერიოდში გარდატხა მოახდინეს და დასკვნით პერიოდს 2-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. გადამწყვეტ მომენტში პო გასოლა და ესპანეთმა უკეთ ითამაშა და ბერძნები ევრობასკეტს მიღმა დატოვა. მატჩის ბოლო წამზე ანტეტოკუმპომ შორეული სამქულიანი გაუშვა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩავარდა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა პო გასოლმა ჩააგდო, ბერძენთა შორის გამორჩეულ იყო ანტეტოკუმპო 14 ქულა, 17 მოხსნა.

ესპანეთს ნახევარფინალში საფრანგეთ-ლატვიის გამარჯვებული შეხვდება.

ესპანეთი – საბერძნეთი 73:71 (14:14, 25:18, 16:25, 18:14)

ესპანეთი: გასოლი (27 ქ. 9 მ.), მიროტიჩი (18 ქ.), როდრიგესი (10 ქ.), ლული (8 ქ.), რეიესი (5 ქ.), რიბასი (3 ქ.), კლავერი (2 ქ.)

საბერძნეთი: კალატესი (14 ქ. 7 პ.), პრინტეზისი (13 ქ.), სპანულისი (10 ქ.), ანტეტოკუმპო (12 ქ. 17 მ.), კუფოსი (9 ქ.), ბურუსისი (5 ქ.), ზისისი (5 ქ.), სლუკასი (3 ქ.)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18591