ევრობასკეტ-2015-ზე ახალი რეკორდი დაფიქსირდა. ჯგუფურ ეტაპს და მერვედფინალურ მატჩებს 560 000 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი დასწრებაა.
ევრობასკეტ-2013-ს სლოვენიაში სულ 328 000 მაყურებელი დაესწრო, ევრობასკეტ-2011-ს ლიტვაში - 257 000.
მაყურებელთა ასეთი დიდი აქტიურობა იმით აიხსნება, რომ ევრობასკეტის ისტორიაში ჯგუფური ეტაპი ოთხ ქვეყანაში ლატვიაში, საფრანგეთში, ხორვატიაში და გერმანიაში ჩატარდა.