ფეხბურთი

8:48 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბევრ სახელოვან კლუბში (“აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი” პსჟ) ითამაშა, 1981 წლის 3 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ მალმეში დაბადებული მომავალი ფორვარდის პირველი გუნდი კი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კოლექტივი გახლდათ. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზლატანის ამჟამინდელი გუნდი პსჟ “მალმესთან” ერთ ჯგუფში მოხვდა და იბრაჰიმოვიჩსაც მშობლიური კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

“მალმელებთან დაპირისპირება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სწორედ ამ ქალაქში დავიბადე და ადგილობრივ სკოლაში დავიწყე საფეხბურთო ანბანის შესწავლა. მრავალწლიანი განშორების შემდეგ “მალმესთან” შეხვედრა ჩემთვის საჩუქარია”, - ამბობს ზლატანი.

“მოხარული ვარ, “მალმემ” ჩემპიონთა ლიგაში თამაში უფლება კიდევ ერთხელ რომ დაიმსახურა. მოუთმენლად ველი მშობლიური ქალაქის სტადიონის მინდორზე გასვლას, მალმეში ხომ ჩემი მეგობრები, ნაცნობები ცხოვრობენ. ეს მოგვიანებით იქნება, ჯერ კი პსჟ მასპინძლობს მალმელებს. ამასთან, სადღეისოდ პსჟ-ს წევრი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ პარიზელთა გუნდის მოსაგებად”, - დაემუქრა მშობლიურ კლუბს იბრაჰიმოვიჩი.

ზლატანი “მალმეს” ღირსებას 1999-2001 წლებში იცავდა, გუნდის შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ამსტერდამის “აიაქსში” გადავიდა.

პსჟ-სა და “მალმეს” მატჩი 15 სექტემბერს პარიზში ჩატარდება.

0.118303