კალათბურთი

19:06 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოზეს მელოუნი გარდაიცვალა

13 სექტემბერს 60 წლის ასაკში ლეგენდარული კალათბურთელი მოზეს მელოუნი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას Washington post-ი ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მელოუნი “ბუფალოში”, “ჰიუსტონში”, “ვაშინგტონში”, “ატლანტაში”, “მილუოკში” და ბოლოს “სან ანტონიოში” თამაშობდა. მოზესი 1982/83 წლების სეზონში “ფილადელფიასთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა, ის ამავე წლის ფინალების MVP იყო, 3-ჯერ კი რეგულარული ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე. მელოუნმა “ყველა ვარსკვლავის მატჩში” მონაწილეობა 12-ჯერ მიიღო.

მელოუნმა ნბა-ში 29 580 ქულა, 17 834 მოხსნა და 1936 პასი გააკეთა.

0.133588