13 სექტემბერს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის მოსამზადებელი შეკრებების მესამე ფაზა დაასრულეს გილდფორდში, სადაც 24 აგვისტოდან სარის სპორტულ ცენტრში იმყოფებოდნენ და გაემგზავრნენ ბრისტოლში. აქ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასის პირველი ორი მატჩისთვის დაიდებს ბინას.
შეკრების დასრულებმადე, სამწვრთნელო შტაბმა ბოლო სამი დღით დაასვენა ნაკრები, რათა ბიჭებს დამღელი ფაზის შემდეგ ფიზიკური და მენტალური ძალები აღედგინათ. მანამდე ბორჯღალოსნებმა სამი საკონტროლო შეხვედრა გამართეს (ფალკონზის, კანადისადა იაპონიის წინააღმდეგ). გილდფორდში ორი ერთობლივი ვარჯიში შედგა - ფიჯისთანდა კანადასთან.
ბრისტოლისკენ
წუხელ ნაკრები ბრისტოლში დაბინავდა და ოფიციალურად ჩაერთო მსოფლიო თასის კამპანიაში. ბიჭებისთვის საკამოდ სასიამოვნო იყო ჩვენი გუნდის ავტობუსის ხილვა, რომელიც ჩვენი ნაკრების ფერებით, სიმბოლიკითა და სოც მედიის მითითებით იყო გაფორმებული.
ბრისტოლში ჩასვლისთანავე ბიჭებმა მსოფლიო თასის ოფიციალურ ფოტო-სესიაში მიიღეს მონაწილეობა. დღეიდან ბროჯღალოსნები შეუდგებიან ვარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე თავიანთ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ტონგას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 სექტემბერს, 15 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ისევე, როგორც მსოფლიო თასის ყველა მატჩს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.
ახალი ამბები სოც მედიით
მსოფლიო თასის მსვლელობისას, ქომაგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელია ბორჯღალოსნების შესახებ ახალი ამბების გაგება. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განახლებების და მასალების (მცირე ინფორმაციული განახლებები, ფოტოები, მოკლე ვიდეოები და ვიდეო დღიურები) ქომაგებისთვის დროულად მიწოდებას. სწორედ ამ მიზნით საინფორმაციო განახლებები საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ სოც მედია პლატფორმებზე უფრო მალ-მალე და დიდი სიხშირით განთავსდება ვიდრე ჩვენს ვებ-გვერდზე. საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმები: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.
დღიურები ინგლისიდან
ისევე, როგორც მსოფლიოსთვის მზადების შეკრებების პერიოდში, ვაგრძელებთ დღიურების გამოქვეყნებას.
გთავაზობთ ‘ინგლისური დღიურების’ პირველ ეპიზოდს:
კომენტარი: მერაბ კვირიკაშვილი საკონტროლო მატჩებისა და ერთობლივი ვარჯიშების შესახებ >>> VIDEO
rugby.ge