კალათბურთი

22:45 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ ისრაელი დაშალა

ევრობასკეტ-2015-ის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა ისრაელი 82:52 გაანადგურა. “სკუადრა აძურამ” ისრაელი ოთხივე მეოთხედში დაჯაბნა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა იტალიელმა ალესანდრო ჯენტილემ ჩააგდო. ისრაელში 20 ქულით საუკეთესო გალ მეკელი გახლდათ. იტალიამ 11 სამქულიანი გამოიყენა, ებრაელებმა მხოლოდ – 3.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპენინელების 11-ივე კალათბურთელმა მინიმუმ 2 ქულა ჩააგდო.

იტალია მეოთხედფინალში საქართველო-ლიტვის გამარჯვებულს შეხვდება.

იტალია – ისრაელი 82:52 (22:13, 18:17, 28:9, 14:13)

0.124485