ევრობასკეტ-2015-ის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა სერბეთის ნაკრებმა ფინეთს 94:81 მოუგო. პირველი პერიოდი სკანდინავიელებმა 1 ქულით იმარჯვეს, თუმცა მომდევნო სამ პერიოდში ბალკანელები სულ უფრო ზრდიდნენ უპირატესობას. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა სერბების ცენტრმა მიროსლავ რადულციამ ჩააგდო, ასევე გამოსარჩევნია ნემანია ბიელიცას ორმაგი დუბლი 19 ქულა, 14 მოხსნა. ფინელთა შორის საუკეთესო 26 ქულით სალინი გახლდათ.
მეოთხედფინალში სერბეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა 16 სექტემბერს გაიმართება.
სერბეთი – ფინეთი 94:81 (23:24, 2519, 23:21, 23:17)
სერბეთი: რადულიცა (27 ქ.), ბიელიცა (19 ქ. 14 მ.), ერცეგი (13 ქ.), ბოგდანოვიჩი (10 ქ.), ტეოდოსიჩი (8 ქ. 9 პ.), სიმონოვიჩი (6 ქ.), კალინიჩი (5 ქ.), ნედოვიჩი (4 ქ.), მილოსავლიევიჩი (2 ქ.)
ფინეთი: სალინი (26 ქ.), უილსონი (15 ქ.), მერფი (12 ქ. 8 მ.), კოპონენი (11 ქ.), კოტი (7 ქ.), ჰუფი (6 ქ.), ლი (2 ქ.), ნუტინენი (2 ქ.)