ფეხბურთი

13:50 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გუნდს დაუბრუნდა ადრიანო, რომელმაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. გუნდთან ერთად ივარჯიშა ხავიერ მასკერანომ. ლიონელ მესიმ პირადი პრობლემები გამო წვრთნა გამოტოვა, თუმცა ენრიკემ იგი განაცხადში შეიყვანა.

“როხიბლანკოსთან” შეხვედრისთვის ესპანელი სპეციალისტი შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნობა:Lტერ შტეგენი, მასიპი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, რობერტო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე.

“ატლეტიკოს” და “ბარსელონას” დაპირისპირება “ვისენტე კალდერონზე” თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128928