სუპერლიგის ერთერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი ორწლიანი განშორების შემდეგ ისევ „ქუთაისი-2010“-ში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქუთაისი-2010“-ის საიტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ქუთაისიდან წამოსვლის შემდეგ მათიაშვილმა 2014-15 წლების სეზონი „ოლიმპში“ გაატარა, ბოლოს კი ქვეყნის ვიცეჩემპიონ „დინამოში“ გამოდიოდა.