ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ჯონ მაკინროიმ BBC-თან სერენა უილიამსის შესახებ ისაუბრა. მაკინროიმ სერენა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა და საკმაოდ საინტერესო კითხვა დასვა – “რომ არა სერენა სად იქნებოდა ახლა ქალთა ჩოგბურთი?”
“სერენა ყველაზე ძლიერი ქალი ჩოგბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ის ამას სულ მიმტკიცებს და მიმტკიცებს. უმცროსი უილიამსი ყველა დროის საუკეთესო ათლეტია, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში. როცა მის თამაშს ვუყურებ, ეს წარმოუდგენელი რამაა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე წელი მისი თამაშით დავტკბეთ, როცა ის ჩოგბურთიდან წავა დიდი სიცარიელე დარჩება. ცხადია, სერენამ ქალთა ჩოგბურთს დიდი დახმარება გაუწია, რომ არა სერენა სად იქნებოდა ქალთა ჩოგბურთი ახლა?”- განაცხადა მაკინროიმ.
სერენა უილიამსი დღეს “ამერიკის ღია პირველობის” ნახევარფინალში რობერტა ვინჩის დაუპირისპირდება. სერენას კარიერაში 21 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.