ფეხბურთი

14:18 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში აიუ და პელეგრინი გამოარჩიეს

ინგლისის პრემიერლიგამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი დაასახელა.

საუკეთესო მოთამაშედ განის ეროვნული ნაკრების და “სუონსის” თავდამსხმელი ანდრე აიუ ცნეს. აფრიკელი მოთამაშე უელსურ გუნდში მიმდინარე წლის ზაფხულში “მარსელიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ოთხ მატჩში ანდრემ სამი გოლი მიითვალა, აქედან ორი “მანჩესტერს” და მოქმედ ჩემპიონ ლონდონის “ჩელსის” გაუტანა. აიუს აქტივში ერთი საგოლე გადაცემაცაა.

საუკეთესო თავკაცად კი მანუელ პელეგრინი მიიჩნიეს. ჩილელის გაწვრთნილი “მანჩესტერ სიტი” ჩინებულ ფორმაშია. გუნდმა 4 მატჩი მოიგო, გაიტანა 10 გოლი და კარი მშრალად შეინახა. “ქალაქელებმა” აღნიშნული თამაშებიდან ერთ-ერთში “ჩელსი” 3:0 დაამარცხეს.

0.124972