ფეხბურთი

10:33 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი რუნის აქებს, ვან გაალს უეინის არ ესმის...

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ლეო მესიმ ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი შეაქო და “მანჩესტერ იუნაიტედის” წამყვან ფეხბურთელს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა, ვისაც კი მინდორზე გადაჰყრია.

“რუნის დარი მოთამაშეები იშვიათად იბადებიან. უეინს ვერავის შეადარებ, მას ასპარეზობის თავისი, განსაკუთრებული სტილი აქვს. კარგი ფეხბურთელი არაერთია, მაგრამ რუნი ექსტრაორდინალური ტექნიკითა და შესაშური გამძლეობით გამოირჩევა. 90 წუთის განმავლობაში ის არ იღლება და პარტნიორთათვის მაგალითის მომცემია. უამრავ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია, კიდევ უფრო მეტი რაოდენობის მოთამაშის წინააღმდეგ მიასპარეზია და მათ შორის უეინი ერთ-ერთი უძლიერესია”, - ამბობს მესი.

ამასობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გალმა განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანთან ურთიერთობა უჭირს. ამის მიზეზი კი რუნის რთულად გასაგები სასაუბრო აქცენტია.

“როდესაც ინგლისურად ვსაუბრობ, ყოველ სიტყვას სხვებისთვის გასაგებად გამოვთქვამ. ჩემ ადგილას უეინი რომ დააყენოთ, დიდი უხერხულობა შეიქმნება – მის საუბარს ბევრი ვერ გაიგებს და გუნდში სირთულეები შეიქმნება”, - ვან გაალის ეს სიტყვები RTL4-ს მოჰყავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უეინ რუნიმ 50-ე სანაკრები გოლი მიითვალა და ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა.

0.104344