კალათბურთი

1:02 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ლიტვას ეთამაშება!

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედინალში ითამაშებს. ეს, მას შემდეგ გაირკვა, რაც “ზაგრებ-არენაზე” ახლახანს დასრულებულ შეხვედრაში საბერძნეთმა ჰოლანდიას 68:65 სძლია და პლეი-ოფისკენ გზა იგორ კოკოშკოვის შეგირდებს გაუხსნა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტის სტარტზე ჰოლანდიასთან (72:73), სლოვენიასთან (68:79) და საბერძნეთთან (68:79) ზედიზედ 3 მარცხი განიცადეს, მაკედონიასთან (90:75) და ხორვატიასთან (71:58) დამაჯერებელმა გამარჯვებებმა კი, მერვედფინალის საგზური მოგვიტანა.

უკვე გარკვეულია, რომ პლეი-ოფში ქართველთა მეტოქე ლიტვის საკალათბურთო ნაკრები იქნება, რომელმაც D ჯგუფის პირველი ადგილისთვის მატჩში ჩეხეთს ოვერტაიმში 85:81 სძლია. ქართულ-ლიტვური დაპირისპირება 13 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ლილში შედგება, საითკენაც გეზს ქართული დელეგაცია სულ მცირე ხანში აიღებს.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.113841