გამთენიისას “ამერიკის ღია პირველობის” კორტებზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.
სერენა უილიამსა თავის უფროს დას ვენუს უილიამსს სამ სეტში 6:2, 1:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. სერენას 12 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ვენუსს 8 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა. სერენა ურთიერთშეხვედრებში ვენუსს 16:11 ამარცხებს. უმცროსი უილიამსი ნახევარფინალში იტალიელ რობერტა ვინჩს დაუპირისპირდება ურთიერთშეხვედრებში სერენა მომავალ მეტოქეს 5:0 ამარცხებს.
მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფელისიანო ლოპესის ბარიერი 4 სეტში 6:1, 3:6, 6:3, 7:6 დასძლია. შეხვედრა 2 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 9 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ლოპესს 14 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ნახევარფინალში ნოვაკი “Uშ Oპენ” მოქმედ ჩემპიონას მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება.